CNN საკითხთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ვერ შედგა, აშშ ამზადებს გეგმას, ჰორმუზის სრუტეში განთავსებული ირანის სამხედრო შესაძლებლობების გასანადგურებლად.
წყაროების ცნობით, ვარიანტები, რომლებსაც აშშ განიხილავს, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე "დინამიურად დამიზმებაზე" ჰორმუზის სრუტის, არაბეთის ყურის სამხრეთი ნაწილისა და ომანის ყურის გარშემო. მათ ასევე აღწერეს შესაძლო დარტყმები სწრაფ შეტევით ნავებზე, ნაღმების განმთავსებელ გემებსა და სხვა აქტივებზე, რომლებმაც ირანს მისცა შესაძლებლობა, კრიტიკული მნიშვნელობის სატრანზიტო მარშრუტი ჩაკეტოს.
CNN-ის ცნობით, განსხვავებით კონფლიქტის დასაწყისისა, როდესაც აშშ-ს დარტყმები ირანში უფრო ღრმად შეღწევაზე იყო ფოკურისებული, ახალი გეგმა მოიცავს სტრატეგიული საზღვაო გზების გარშემო გაცილებით უფრო კონცენტრირებულ დარტყმებს.
წყაროების თქმით, მხოლოდ სამხედრო დარტყმები, სავარაუდოდ, არ იქნება საკმარისი სრუტის დაუყოვნებლივ გასახსნელად.
"თუ სრული დარწმუნებით ვერ ამტკიცებ, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობების 100% განადგურებულია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მზადაა [ტრამპი] წავიდეს რისკზე და დაიწყოს გემების სრუტეში გაყვანა," - განუცხადა CNN-ს ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების თქმით, აშშ-ს სამხედროებმა შესაძლოა ასევე შეასრულონ ტრამპის მუქარა და ორმაგი დანიშნულების და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებს დაარტყან, რათა ირანს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულონ.
ამასთან ერთად, განიხილება შესაძლო დარტყმები, რომლებიც კონკრეტულ ირანელ სამხედრო მეთაურებს, რომლებიც აშშ-ს მაღალჩინოსნების თქმით, აქტიურად უშლიან ხელს მოლაპარაკებებს, ამოიღებს მიზანში. მათ შორის სახელდება აჰმად ვაჰიდი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი.
დამატებითი დარტყმები სავარაუდოდ მიმართული იქნება ირანის დარჩენილი სამხედრო შესაძლებლობების გასანადგურებლად, რომლებიც პირველი აშშ-ისრაელის თავდასხმების დროს ან არ განადგურდა, ან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ახალ პოზიციებზე გადავიდა.





