ნიდერლანდები

ამსტერდამში ებრაული სკოლა აფეთქებამ დააზიანა, მერის თქმით ეს მიზანმიმართული თავდასხმაა

ამსტერდამის პოლიცია

ნიდერლანდური სააგენტო ANP იუწყება, რომ 14 მარტის დილით ამსტერდამში ებრაული სკოლა აფეთქებამ დააზიანა.

ქალაქის მერის თქმით, ეს ქვეყანაში ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმა იყო.

მან ANP-ს განუცხადა, რომ აფეთქებამ მხოლოდ მცირე ზიანი გამოიწვია და თავდასხმის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოგვიანებით ერთ-ერთმა ახლად დაფუძნებულმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ, Companions of the Right-მა აიღო.

კომენტარები