ნიდერლანდების ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა აღიარა, რომ შარშანდელი სარემონტო სამუშაოების დროს, დიდი ალბათობით, შემთხვევით 46 ხელოვნების ნიმუში გადააგდო, მათ შორის ენდი უორჰოლის ბეჭდური ნამუშევარი, რომელზეც ნიდერლანდების ყოფილი დედოფალი ბეატეიქსი იყო გამოსახული.
მააშჰორსტის მუნიციპალიტეტის თქმით, ნამუშევრები, მათ შორის 1980-იანი წლების ბეჭდური ნამუშევარი დედოფალ ბეატრიქსზე, რომლის ღირებულება დაახლოებით 15,000 ევროს შეადგენდა, ქალაქის მერიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას გაუჩინარდა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ხელოვნების ნიმუშები სარდაფში იყო შენახული და შენახვის წესების არასათანადო შესრულებამ, შესაძლოა, ნამუშევრების შეცდომით გადაგდებას ხელი შეუწყო.
"ასე არ უნდა მოექცე მნიშვნელოვან ნივთებს. მაგრამ მოხდა რაც მოხდა. ამის გამო ვწუხვართ" - თქვა მააშჰორსტისმერმა, ჰანს ვან დერ პასმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში
მუნიციპალიტეტის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ უდენის მერიის სარემონტო სამუშაოების პერიოდში ხელოვნების ნიმუშები დროებით შესანახად - რომელიც ახალი მუნიციპალიტეტის, მააშჰორსტის ჩამოსაყალიბებლად, მეზობელ ქალაქ ლანდერდთან ერთიანდებოდა.
"ძალიან დიდი ალბათობით, ნამუშევრები შემთხვევით ნაგავთან ერთად გადაყარეს" - წერია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
ასევე, მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადაყრილი ხელოვნების ნიმუშები ოდესმე მოიძებნოს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 46 ხელოვნების ნიმუშის საერთო ღირებულება დაახლოებით 22,000 ევროს შეადგენდა.





