უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უკრაინული ბანკის (Ощадбанк) შვიდი თანამშრომლის გათავისუფლება შეძლეს.
მისი თქმით, გათავისუფლებულებმა უკრაინის საზღვარი უკვე გადაკვეთეს და სამშობლოში დაბრუნდნენ.
ცნობისთვის, Ощадбанк-ის თანამშრომლები ავსტრიასა და უკრაინას შორის ორი მანქანით გადაადგილებისას უნგრეთში 5 მარტს დააკავეს.





