ჩინელ ბიზნესმენებთან ფარული შეხვედრების გამო, პერუს კონგრესმა პრეზიდენტი ხოსე ხერი პოსტის დაკავებიდან 4 თვეში თანამდებობიდან გადააყენა.
ხერის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა 75-მა კონგრესმენმა, 24 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3-მა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
კონგრესმენები კონგრესის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, რომელიც ავტომატურად პერუს პრეზიდენტის ვალდებულების დროებითი შემსრულებელი გახდება, მანამ, სანამ არჩევნები, რაც 12 აპრილს არის ჩანიშნული, არ გაიმართება.
ხერი პერუს რიგით მესამე პრეზიდენტია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.





