სამხრეთ ამერიკა

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა

ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა 74 წლის ასაკში ვერტმფრენის ავარიას ემსხვერპლა
REUTERS/Ivan Alvarado

6 თებერვალს ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი სებასტინა პინიერა ჩილეს სამხრეთით ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლა. ინფორმაციას მთავრობასა და ყოფილი პრეზიდენტის უწყებაში ადასტურებენ.

პინიერა ჩილეს პრეზიდენტი ორი ვადით, 2010-14 და 2018-22 წლებში, იყო. იგი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის კაროლინა ტოჰას თქმით, ჩამოვარდნის დროს ვერტმფრენში კიდევ სამი მგზავრი იყო, რომლებიც ცოცხლები გადარჩნენ.

პინიერას, რომელიც ჩილეში წარმატებული ბიზნესმენი იყო, პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში სწრაფი ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ვარდნა შეინიშნებოდა, თუმცა, 2018-2022 წლები მწვავე გამოსვლებით ხასიათდებოდა. ამასთანავე, კოვიდ პანდემიის დროს, მსოფლიოში ჩილე ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო მოსახლეობის ვაქცინაციის ტემპის მხრივ.

კომენტარები