პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. საბოლოო გადაწყვეტილების მიზეზი 9 ოქტომბერს, ერთ-ერთ კონცერტზე სროლის ინციდენტი გახდა, რომლის შედეგადაც ოთხი მუსიკოსი დაიჭრა, ხოლო დამნაშავეები ადგილიდან მიიმალნენ.
ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მიხედვით, პერუს მოქმედი პრეზიდენტი ვერ ახერხებს ქვეყანაში ზრდად დანაშაულთან ეფექტურად დაპირისპირებას, რამაც უბიძგა კონგრესში პარტიებს, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის მხარი დაეჭირათ.
კენჭისყრის შედეგად იმპიჩმენტს 122-მა კონგერსმენმა დაუჭირა მხარი და 0 იყო წინააღმდეგი. გადაყენების მიზეზად კი "მორალური შეუთავსებლობა" დასახელდა.
კონსტიტუციის მიხედვით, პერუს პრეზიდენტის ვალდებულების დროებითი შემსრულებელი კონგრესის პრეზიდენტი გახდება, მანამ, სანამ არჩევნები არ გაიმართება, რაც 12 აპრილს არის ჩანიშნული.





