იაპონიის მთავრობის კაბინეტმა 2026 წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტისთვის, რეკორდული 9 ტრილიონი იაპონური იენის ($58 მილიარდის) გამოყოფას დაუჭირა მხარი.
ახალი ბიუჯეტი, რომლის ფისკალური წელიც 2026 წლის აპრილში იწყება, გასულ წელთან შედარებით 9.4%-ით მეტი იქნება, რაც იაპონიის მთავრობის 5-წლიანი გეგმის ნაწილია, რომ შეიარაღების ხარჯი მშპ-ს 2%-მდე გაიზარდოს.
ტაკაიჩის მთავრობა კი პირობას დებს, რომ 2%-ის მიზანს 2026 წლის მარტში, დასახულ ვადამდე 2 წლით ადრე მიაღწევენ. ასევე, შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად იგეგმება 2022 წელს მიღებული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დოკუმენტის გადახედვა.
ნოემბერში იაპონიის პრემიერმინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ მიანიშნა, რომ თუ ჩინეთი ტაივანს თავს დაესხმება, იაპონიამ პასუხის გასაცემად, შესაძლოა, საკუთარ თავდაცვის ძალებს მიმართოს.
იაპონიის პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატმა ტაკაიჩის ჰკითხა, ტაივანთან დაკავშირებული რომელი გარემოებები ჩაითვლებოდა იაპონიისთვის "ეგზისტენციალურ საფრთხედ".
ტაკაიჩიმ უპასუხა, რომ "თუ საქმე ეხება საბრძოლო გემებსა და ძალის გამოყენებას, როგორადაც არ უნდა დაფიქრდეთ, ეს შეიძლება ჩაითვალოს ეგზისტენციალურ საფრთხედ".
საპასუხოდ, ჩინეთმა საკუთარ მოქალაქეებს იაპონიაში არ ჩასვლისკენ მოუწოდა და ტოკიოს "გამანადგურებელი" მარცხით დაემუქრა, თუ ტაივანის გამო იაპონიის მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება მოხდება.

![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)



