აზია

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის შედეგად ნეპალის პრემიერმინისტრი გადადგა

ნეპალში მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტის ფონზე ქვეყნის პრემიერმინისტრი, ქეი ფი შარმა ოლი თანამდებობიდან გადადგა.

პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ სოციალური პლატფორმების, მათ შორის Facebook-ის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობა შეზღუდვის დაწესების მიზეზად სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელება დაასახელა. 

დემონსტრანტები პრემიერმინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, 9 სექტემბერს დემონსტრანტებმა პრემიერმინისტრის რეზიდენციას ცეცხლი წაუკიდეს. ასევე, ქვეყნის დედაქალაქში დაკეტილია აეროპორტი და ყველა რეისი გაუქმებულია. 

გარდა ამისა, დემონსტრანტთა ნაწილი პარლამენტის შენობაშიც შეიჭრა.

ჯამში, აქციების დროს დაიღუპა სულ მცირე 19 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი. 

პრემიერმინისტრის გადადგომამდე, 8 სექტემბერს ხელისუფლებამ სოციალურ მედიაზე დაწესებული შეზღუდვაც მოხსნა.  

კომენტარები