აზია

ტრამპის თქმით, კამბოჯისა და ტაილანდის ლიდერებს ელაპარაკა და მათ ცეცხლის შეწყვეტა სურთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Chip Somodevilla/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს, რომ კამბოჯისა და ტაილანდის პრემიერმინისტრებს, ჰუნ მანეტსა და ფუმთამ ვეჩაიაჩაის დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ელაპარაკა. ტრამპის თქმით, ორივე ქვეყანას ცეცხლის შეწყვეტა, მშვიდობა და ასევე აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებაც სურთ. 

ამის შესახებ ტრამპი საკუთარ Truth Social-ზე წერს.

"ახლახან კამბოჯის პრემიერმინისტრთან ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა და მას ტაილანდთან და მის მოქმედ პრემიერმინისტრთან ჩემი დისკუსიების შესახებ შევატყობინე. ორივე მხარეს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა სურს. ასევე სურთ, რომ აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ, რაც, ვფიქრობთ, რომ შეუფერებელია, სანამ ბრძოლა არ შეჩერდება. ისინი შეთანხმდნენ, რომ დაუყოვნებლივ შეხვდნენ და სწრაფად გააფორმონ ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოოდ, მშვიდობა! ჩემთვის პატივი იყო ორივე ქვეყანასთან მუშაობა. მათ ხანგრძლივი და სახელგანთქმული ისტორია და კულტურა აქვთ. იმედია, ერთმანეთს მრავალი შემდგომი წლის განმავლობაში შეეწყობიან. როდესაც ყველაფერი დასრულდება და მშვიდობა იქნება, ორივესთან სავაჭრო შეთანხმებების დადებას მოველი!" - წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო დაპირისპირების გამო ტაილანდმა კამბოჯას საზღვართან მდებარე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

ტაილანდის პრემიერმინისტრმა, ფუმთამ ვეჩაიაჩაიმ თქვა, რომ კამბოჯასთან სამხედრო დაპირისპირება შესაძლოა ომში გადაიზარდოს. 

ტაილანდსა და კამბოჯას შორის მძიმე საარტილერიო დარტყმები 25 ივლისსაც გაგრძელდა იმ ფონზე, რაც მხარეებს შორის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მწვავე შეტაკებები მეორე დღეა მიმდინარეობს. გავრცელებული ცნობებით, კონფლიქტს ამ დრომდე, სულ მცირე, 16 ადამიანი ემსხვერპლა. 

ბოლო კვირების განმავლობაში ტაილანდსა და კამბოჯას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, 24 ივლისს ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ, სადავო ტა მოან ტჰომის ტაძრის სიახლოვეს, მხარეებს შორის შეტაკებები დაიწყო. 

ტაილანდმა შეტაკებების პირველივე დღეს F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გამოყენებით კამბოჯაში სამხედრო სამიზნეებიც დაბომბა.

კონფლიქტის დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს სდებს ბრალს. შეტაკებების დაწყებამდე ტაილანდმა კამბოჯიდან წინა ღამით ელჩი გამოიძახა და პნომპენის წარმომადგენელი ქვეყნიდან გააძევა.

კომენტარები