ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

ამ ეტაპისთვის არანაირი პოზიცია არ გვაქვს – ლილუაშვილის ადვოკატი

საქართველოს პარლამენტი

ჟურნალისტებთან საუბრისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ადვოკატმა განაცხადა, რომ ამჟამად დაცვის მხარეს გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, რადგან ბრალდებას დადგენილება მათთვის ჯერ არ ჩაუბარებია.

ადვოკატის თქმით, ლილუაშვილისთვის ცნობილი არ იყო რომ გამოკითხვის შემდეგ დააკავებდნენ.

"ბატონი გრიგოლი იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით, თუმცა, ამ ეტაპზე ბრალდების დადგენილება ჯერ არ ჩაუბარებიათ. ამას აქვს პროცედურები, შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადაში ბრალდება წარუდგენს. პროცედურები დასჭირდა დაკავების ოქმის გაფორმებას, მის გადაყვანას, ეტაპირებას, შესაბამისად, არანაირი განმარტება ჯერ ჩვენების სახით არ მიგვიცია. ბრალსაც არ ვიცნობთ და ბუნებრივია ვერანაირ განცხადებას ვერ გავაკეთებდით.

პროცედურა არის ასეთი, რომ მხოლოდ და მხოლოდ შედგა დაკავების ოქმი, უცნობია შინაარსიც, მხოლოდ ვიცით მუხლი. მუხლი არის განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღება. [...] ამ ეტაპისთვის არანაირი პოზიცია არ გვაქვს. [...] ის იქნა დაბარებული, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მზად იყო მოსულიყო და თუკი რაიმე კითხვები იქნებოდა, ეპასუხა. დაკავების შესახებ, რა თქმა უნდა, არ იყო ცნობილი. რომც ყოფილიყო ცნობილი, გრიგოლ ლილუაშვილი არ არპირებდა არსად წასვლას". - თქვა უფლებადამცველმა.

შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გვარაკიძის თქმით, პროკურატურა ლილუაშვილისთვის აღკვეთის ღინისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

პროკურატურა ლულუაშვილს ქრთამის აღების რამდენიმე ეპიზოდს ედავება.


შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

რამდენიმე დღეში დააკავეს სუს-ის ყოფილ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი კობა ხუნდაძე. 23 ოქტომბერს კი დააკავეს ასევე ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი.

ასევე, საქმეა აღძრული ლილუაშვილის ახლობლის ბიჭიკო პაიკიძის წინააღმდეგაც

რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს მას 2 556 192 ლარის უკანონო, დაუსაბუთებელი ლეგალიზაციის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 ივნისს შეეფარდა.

პროკურორმა საქმის გახილვისას განაცხადა, რომ მიქაუტაძეს დაახლოებით ₾8 400 000-ის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

კომენტარები