ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეები

გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დააკავეს - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

პროკურატურის განცხადებით, მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სუს-ის ყოფილი უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი დააკავეს. 

დღეს აღნიშნულ საქმეზე გენერალური პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, დაკავებულია გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, ანდრია ლილუაშვილი". - ნათქვამია 

მას ბრალდება სსკ-ის 194-ე მუხლით წარედგინება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწუების ცნობით, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ. 

"პროკურატურა და სუს ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას იმ პირების მიმართ, ვისთანაც შესაძლოა დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი, როგორც ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით, ისე სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ზეგავლენით ვაჭრობას. გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, 22 ოქტომბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე, ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა "სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი".

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკების ჩატარების შედეგად ამოიღეს ნაღდი ფული, საერთო ჯამში 7 002 200 აშშ დოლარისა და 136 000 ლარის ოდენობით, 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი, ძვირადღირებული ნახატები, დოკუმენტაცია რამდენიმე ათას ფურცლად, 50 ერთეული მობილური ტელეფონი და 119 ერთეული ელექტრო მოწყობილობა.

ივანიშვილის გენერალური პროკურორის თქმით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის, ასევე მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი და პირადი ჩხრეკები 17 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები