BBC-ს გამოძიება კამიტის გამოყენებაზე

ზურაბიშვილი სუს-ის გამოძიებაზე: კითხვები, რომლებიც არსებობდა აქამდე, არსებობს ახლაც

რეაქცია, რაც ჩვენ აქამდე მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან და სუს-ის გამოძიებიდან, არის აბდაუბდა. [...] აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მათთვის არის დაულაგებელი, როგორ უნდა მისცენ ამას რეაქცია და ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და უფრო და უფრო დაბნეულები არიან.

[...] ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება. საჭიროა, რომ უცხოელი ორგანიზაციები ჩაერთონ ამ გამოძიებაში იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რა ქიმიური [ნივთიერებები] იყო გამოყენებული. ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი ამაზე დამაჯერებელი არ არის. 

ამბობს დღევანდელ საპროტესტო მარშზე მყოფი საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი TV პირველთან. 

კომენტარები