MEGOBARI აქტს არანაირი ფასი არ აქვს და საქართველოსთვის პირდაპირ მტრული აქტია. მიიღებენ თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან დღესაც, ეს აქტი იქნება თუ არა, აშშ-ის პრეზიდენტს უფლება აქვს, რომ თუ ამის სურვილი აქვს, ის გადაწყვეტილებები მიიღოს, რის მანდატსაც ერთი შეხედვით ეს აქტი აძლევს.
ამიტომ, არსებითად მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რასაც ეს აქტი ნამდვილად აკეთებს, ის არის, რომ 2 ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას ხელს უშლის.





