29 მაისს, სახლიდან, ბელინსკის ქუჩიდან, 4 თანმხლებ პირთან ერთად გამოვედი, სულ ხუთნი.
გამოვედით ორი მანქანით, ორივე მანქანაში დამონტაჟებული 4 ვიდეოკამერით, წავედით ტელევიზიისკენ, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად, 20:30 საათია.
20:50-ზე, ლისის ტყესთან, 40-მდე სხვადასხვა ზომისა და ფორმის დრაგუნი, ზოგი ტანხმელი და ზოგი ბიზონივით, მანქანებიდან გადმოცვივდნენ, თითქმის ყველა ხაფი ხმით ღრიალებდა. ოთხივე კამერა დალეწეს და ჩემთან ერთადვე გაიტაცეს.
გამიტაცეს მიკროავტობუსით, არანაირი განმარტება, რატომ, რისთვის და ა.შ. მიმიყვანეს დიღმის სამმართველოში, შემჩურთეს მე-5 სართულის რომელიღაცა ოთახში. მომდევნო დღეს, დილით, ნების საწინააღმდეგოდ აღმოვჩნდი სასამართლოს შენობაში, დარბაზის ხის გალიაში.
დარბაზში დამხვდა შავებში ჩაცმული შვანგირაძე, უკიდერუსად არაინტელექტუალური გამოხედვით, ცივი იერით, მოსამართლე, რომელიც თითქოს სისხლის მიმოქცევის გარეშეც კი არის, პლასტმასის მულაჟი.
შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, ყასიდი ინტერესიც კი, თუ რა მოხდა ღამით.
აი, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს მასთან სამსახურში მისული, საექსკურსიო-შემეცნებითი ვიზიტით მისული ჯგუფის, ნებაყოფლობითი წევრი გახლდით.
ერთი სიტყვით, შელახული ღირსების აღდგენისა და დაცვის გამოსავალი, წყლის ძალაში ვნახე...





