აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე იმსჯელა.
ტრამპის თქმით, სამშვიდობო გეგმაზე მუშაობის დასრულების მიზნით, მან მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად სტივ უიტკოფი გაგზავნა.
აშშ-ს პრეზიდენტი წერს, რომ 28-პუნქტიანმა გეგმამ ცვლილები გაიარა და ორივე მხარის მოთხოვნების გათვალისწინებით შეიცვალა
ამის პარალელურად უკრაინულ მხარეს აშშ-ს პრეზიდენტის სახელით ჯარის მინისტრი დენ დრისკოლი შეხვდება.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ომის უახლოეს დროში დასრულების სურვილი აქვს.
"მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ომის დასრულებაზე საბოლოოდ შეთანხმდებიან ან შეთანხმება ბოლო სტადიაში იქნება. ყველას მადლობას გიხდით ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი ყურადღებისთვის და მოდით ვიმედოვნოთ, რომ მშვიდობას მალე მივაღწევთ". - წერს სოციალურ ქსელში ტრამპი.





