უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

ერმაკი ჟენევის შეხვედრებზე: პროგრესს მივაღწიეთ და სამართლიანი მშვიდობისკენ წინ მივიწევთ

ჟენევაში ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების პირველი სესია ახლახან დასრულდა.

მსურს, დავადასტურო, რომ პატივცემულ ამერიკულ დელეგაციასთან ძალიან პროდუქტიული პირველი სესია გვქონდა. საკმაო პროგრესს მივაღწიეთ და სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ წინ მივიწევთ.

უკრაინელი ხალხს ეს მშვიდობა ყველაზე მეტად სურს და იმსახურებს. გულწრფელად ვუხდით მადლობას ჩვენს დიდებულ მეგობრებს - აშშ-ს, პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის გუნდს მათი ერთგულებისთვის, რომ მშვიდობა დაამყარონ.

ძალიან მალე დღეს მეორე შეხვედრა შედგება, სადაც ჩვენ ევროპელი პარტნიორების ჩართულობით ერთობლივ წინადადებებზე მუშაობას გავაგრძელებთ. საბოლოო გადაწყვეტილებებს ჩვენი პრეზიდენტები მიიღებენ.

მადლობა!

წერს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ჟენევაში უკრაინული დელეგაციის წევრი, ანდრიი ერმაკი X-ზე.

ცნობისთვის, ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით შეხვედრა მიმდინარეობს

ერმაკის პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ასევე თქვა, რომ დელეგაციებმა "პროგრესს" მიაღწიეს და სამშვიდობო წინადადებაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მუშაობენ. 

კომენტარები