ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.
პარტია გახარია-საქართველოსთვის ლიდერი სასამართლო სხდომას არ დასწრებია, რადგან ქვეყანაში არ იმყოფება.
2019 წლის 20 ივნისის და ე.წ ჩორჩანას საქმეებზე ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ივანიშვილის მთავარმა პროკურორმა განაცხადა.
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს 20 საათზე იმსჯელებს.





