თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 20 სამხედრო თურქეთში გადაასვენეს.
11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.
შსს-მ გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ტექნიკური საშუალება ნაპოვნია და მიმდინარეობს ექსპერტიზა.





