თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.
ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ ამ დროისთვის ნაპოვნია 19 დაღუპული, 1-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
გუშინ სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.





