თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

შსს: სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საზღვრიდან 5კმ-ში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები თავდაპირველად სამთავრობო მედია იმედმა გამოაქვეყნა, მათივე ინფორმაციით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე "სავარაუდოდ, თურქული სამხედრო თვითმფრინავი" ჩამოვარდა.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.

კომენტარები