თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

ბოჭორიშვილი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს

ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ის საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს ესაუბრა.

"საქართველოში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, მინისტრ ჰაკან ფიდანს ვესაუბრე. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და თურქ ხალხს. ამ რთულ დროს ჩვენი მთავრობები მჭიდრო კოორდინაციაში არიან". - წერს ბოჭორიშვილი X-ზე.

აზერბაიჯანულ მედიაში თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ირკვევა, რომ თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის

კომენტარები