თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა

თურქეთი: საქართველოში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 20 პირი ემსხვერპლა

აზერბაიჯანულ მედიაში თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქული სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 20 პირი დაიღუპა.

სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

გამოძიება დაიწყო მუხლით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

თვითმფრინავის ჩამოვარდნის ამსახველი კადრები თავდაპირველად სამთავრობო მედია იმედმა გამოაქვეყნა, მათივე ინფორმაციით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე "სავარაუდოდ, თურქული სამხედრო თვითმფრინავი" ჩამოვარდა.

ტაბულამ FlightRadar24-ის მონაცემების გადამოწმებით დაადგინა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.

კომენტარები