ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ღაზაში ძალაუფლების დათმობაზე უარის შემთხვევაში ტრამპი ჰამასს "სრული განადგურებით" ემუქრება

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში, 2018 წლის 9 იანვარი.
Somodevilla/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CNN-ს განუცხადა, რომ ჰამასს "სრული განადგურება" ელოდება, თუ ღაზაში ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცდება. 

ამასთანავე, ტრამპმა დაადასტურა, რომ პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ყველაფერს აკეთებს, რაც მშვიდობის მისაღწევად არის საჭირო.

ცნობისთვის, ჰამასი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორში ხელისუფლებაში დარჩენა არ სურთ, თუმცა ის ჯერ არ დათანხმებულა სრულ განიარაღებას და ასევე სამომავლოდ პალესტინურ სახელმწიფოში გარკვეული სახით ჩართულობას ითხოვს.

29 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა 20-პუნქტიანი გეგმა წარადგინა და ჰამასს პასუხის გასაცემად 5 ოქტომბრამდე მისცა ვადა.

ტრამპის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ჰამასის მხრიდან ყველა ისრაელელი მძევლის გათავისუფლება იყო. 

გეგმის პუნქტებს შორის იყო ორგანიზაციის სრული განიარაღება და ჰამასის ღაზის სექტორიდან სრულიად გაყვანა, ტერორისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბების განადგურება, ღაზის სექტორში ისრაელის ჯარის საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა და სხვა.

სამშვიდობო გეგმას ტერორისტული დაჯგუფება რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ გამოეხმაურა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა, თუმცა, გეგმის ყველა პუნქტს არ დაეთანხმა. 

კომენტარები