ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ჰამასი მზად არის გაათავისუფლოს მძევლები, მაგრამ ტრამპის გეგმის ყველა პუნქტს არ ეთანხმება

29 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა 20-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, ხოლო ჰამას პასუხის გასაცემად 5 ოქტომბრამდე მისცა ვადა.

ტრამპის გეგმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ისრაელელი მძევლების დაბრუნება იყო.

ჰამასი რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას გამოეხმაურა.

მედია Al Jazeera-ს ინფორმაციით ჰამასი მზად არის დააბრუნოს ისრაელელი მძევლები, გარდა ამისა, დაჯგუფება მზად არის დაღუპული მძევლების სხეულების ისრაელისთვის გადასაცემად.

მიუხედავად მძევლების დაბრუნების მზაობისა, ჰამასი ტრამპის გეგმის ყველა პუნქტს არ ეთანხმება.

გეგმის პუნქტებს შორის იყო ორგანიზაციის სრული განიარაღება და ჰამასის ღაზის სექტორიდან სრულიად გაყვანა, ტერორისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის მიწისქვეშა გვირაბების განადგურება, ღაზის სექტორში ისრაელის ჯარის საერთაშორისო კონტინგენტით ჩანაცვლება, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა და სხვა.

კომენტარები