ლიტვა

ლიტვის კულტურის მინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში გადადგა

ლიტვის კულტურის მინისტრი, იგნოტას ადომავიჩიუსი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში გადადგა

"ჩემი ოჯახის დასაცავად და საზოგადოების პატივისცემის ნიშნად, ასევე, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობას მუშაობაში, თანამდებობას ვტოვებ" – თქვა ადომავიჩიუსმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მანამდე, პრემიერმინისტრმა ინგა რუგინიენემ თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადომავიჩიუსი ნებაყოფლობით არ გადადგებოდა, მას თანამდებობიდან მოხსნიდნენ. 

ადამავიჩიუსის თანამდებობაზე დანიშვნამ საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება მისმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა გამოიწვია. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს, მან თავი აარიდა უკრაინის მიმართ დახმარებისა და ყირიმის სტატუსთან დაკავშირებულ კითხვებზე და თქვა, რომ კითხვები "პროვოკაციული" იყო. 

ადომავიჩიუსი ულტრამემარჯვენე პოპულისტური Nemunas Dawn-ის პარტიის წევრია. 

კომენტარები