ლიტვა

საჰაერო სივრცეში დრონის შესახებ ცნობის გამო ნაუსედას თვითმფრინავი დაშვებას ვერ ახერხებდა

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა იმყოფებოდა, გარკვეული დროის განმავლობაში ვილნიუსის აეროპორტში დაშვება ვერ მოახერხა, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ლიტვის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, დრონი იმყოფებოდა. ინფორმაცია მედიას პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ტომას ბერზინსკასმა დაუდასტურა.

"ვილნიუსის აეროპორტთან მიახლოებისას მივიღეთ ინფორმაცია უცნობი დრონის აღმოჩენის შესახებ და იმის შესახებ, რომ დაშვება საფრთხის შემცველი იყო. პილოტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა მიიღეს და გარკვეული დროის შემდეგ დაეშვნენ". - თქვა პრესსპიკერმა.

Flightradar24-ის ცნობით, ნაუსედას თვითმფრინავი ჰელსინკიდან 19:10 საათზე აფრინდა, ვილნიუსის თავზე წრეების დარტყმა დაიწყო და აეროპორტში 21:17 საათზე დაეშვა.

კომპანია Oro navigacija-ს განმარტებით, ლეპკალნისის ტერიტორიის თავზე დრონის არსებობის შესახებ ინფორმაცია ლიტვის საავიაციო უსაფრთხოების სამსახურისგან მიიღეს.

კომენტარები