ლიტვა

ლიტვის საჰაერო სივრცე, სავარაუდოდ, რუსულმა დრონმა დაარღვია

ლიტვური საზოგადოებრივი მაუწყებლის, LRT-ის ინფორმაციით, 28 ივლისს, დილით, ლიტვის საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ ბელარუსის მიმართულებიდან, დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა.

"მიღებული შეტყობინებების მიხედვით, დრონი დაახლოებით 200 მეტრის სიმაღლეზე, ვილნიუსის მახლობლად შენიშნეს. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა ტიპის დრონთან გვაქვს საქმე" - განაცხადა ლიტვის ეროვნული კრიზისების მართვის ცენტრის წარმომადგენელმა, დარიუს ბუტამ.

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა, დოვილე საკალინემ, აღნიშნა, რომ დრონი შესაძლოა ლიტვის საჰაერო სივრცეში უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ ელექტრონული იარაღის გამოყენებით ნავიგაციის სისტემის დაზიანების გამო მოხვდა.

მისივე თქმით, "არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ეს ინციდენტი განზრახ პროვოკაციას წარმოადგენდეს".

ლიტვის შესაბამისი უწყებები დრონის ჩამოვარდნის ადგილმდებარეობას ეძებენ.

სოციალურ ქსელში დრონის ამსახველი არაერთი ვიდეო ვრცელდება:

კომენტარები