ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, რომელიც არის დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში, ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით, 95-99% შემთხვევაში, ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს, რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს.
[...] ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისთვის, რომ ებრძოლოს ჩინურ საფრთხეებს, მათი გადმოსახედიდან, კი, ბატონო, გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ეს თანხა, რეალურად, სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირებს ვალდებულება გაუჩნდათ, აღმოჩნდა, რომ აცდენილია დეკლარირებულ მიზნებს.
ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დაფინასების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა.





