სუს

თანხის მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია შპს კოდორიჰესების დეპარტამენტის უფროსი – სუს

ენგურის ჯვრის წყალსაცავი
Georgian Travel Guide

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდებით დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი.

უწყების ცნობით, ხსენებული შპს ოპერირებს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. 

"დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც  7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი" - წერს უწყება.

უწყება განცხადადებაში არ აკონკრეტებს თანხის რაოდენობასა და დატამებით დეტალებს.

კომენტარები