ბიჭიკო პაიკიძე

₾4 მილიონის მითვისების საქმეზე დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა, პაიკიძეს - დაუსწრებლად

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება-გამოყენების საქმეზე ექვს პირს აღკვეთის ღონისძიებაზე პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. 

შპს B.P. TRANS-ის დამფუძნებელს ბიჭიკო პაიკიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

პროკურატურა მათ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარემ კი სასამართლოს სხვადასხვა ოდენობის გირაოს სანავლოდ გათავსიუფლება შესთავაზეს. არსელ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სუს ბიჭიკო პაიკიძის კომპანიას შპს BP TRANS-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლებას ედავება. საქმეზე დაკავებულია 5 პირი, სუს-ის თქმით, ბიჭიკო პაიკიძეზე კი ძებნას გამოაცხადებენ.

25 სექტემბერს ბიჭიკო პაიკიძეს კიდევ ერთ საქმეზე წარუდგინეს ბრალი. ფინანსთა საგამოძიებო სამსახურის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავი არიდების ფაქტზე ბრალდებული სახით კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თურქეთის მოქალაქე ო.ბ. დააკავეს, ხოლო მეორე ხელმძღვანელიბიჭიკო პაიკიძეზე, რომელსაც დატოვებული აქვს საქართველოს საზღვრები, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

სუს-მა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, შპს BP TRANS-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი დააკავეს.

რაც შეეხება შპს BP TRANS-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 

ცნობისთვის, 2017-2020 წლებში ვანის საკრებულოს დეპუტატ ბიჭიკო პაიკიძესთან დაკავშირებულმა ორმა კომპანიამ – "ჯორჯიან ენერჯიმ" და "ბიპი ტრანსმა" ჯამში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო. ინფორმაციას 2021 წლის მარტში არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ავრცელებდა.

ორგანიზაციის მიხედვით, ბიჭიკო პაიკიძე "ქართული ოცნების" ვანის საკრებულოს დეპუტატიც იყო. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.

ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.

კომენტარები