აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

მეგი დიასამიძე 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მეგი დიასამიძეს კალაძის ბანერზე "რუსული ოცნების" დაწერის გამო, მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს. შემდეგი სხდომა შემდეგი სხდომა 28 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, მეგი დიასამიძეს, კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, პროკურატურამ ბრალი 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინა.

კომენტარები