კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო.
"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე, საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
შეტყობინების თანახმად, აღნიშნული ქმედება ჩაიდინა "კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.
სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება" - წერია შსს-ს განცხადებაში.
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კალაძის საარჩევნო ბანერს "რუსული ოცნება" დააწერა.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს ჩადენილი იმავე ქმედებისთვის აქტივისტი მეგი დიასამიძე სისხლის სამართლის წესით დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.





