აქცია კალაძის საარჩევნო შტაბთან

კობახიძე დიასამიძეზე: დაკავებულებიდან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა

მე არ ვიცი 5 წელი იქნება თუ რამდენი იქნება, ამას გადაწყვეტს, ბუნებრივია, სასამართლო. 35 წელია ასეთი რამ ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად. ჩვენ არ მოგვიგონია. სხვისი ქონების დაზიანება, 150 ლარის ღირებულების ზემოთ თუ არის შესაბამისი ნივთი, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ არ მოგვიგონია, 35 წელია ასეა… [ასეთი საქმე] თუ არ ყოფილა, პირველი პრეცედენტია ეტყობა… უკანონობა ტყუილია. დანაშაული არის დანაშაული. დანაშაულისთვის ნებისმიერი ადამიანი უნდა დაისაჯოს. [...]

გუშინ დაკავებულ იქნა 3 პირი, აქედან ერთი პირი არის ნაცი აქტივისტი, ტიტუშკა… აქედან 2 არის ჩვენი ორგანიზაციის, პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ სამართალი ყველას მიმართ უნდა მოქმედებდეს თანაბრად. დანარჩენს გადაწყვეტს სასამართლო.


განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ 23 წლის სტუდენტზე, მეგი დიასამიძეზე, რომელიც მისი საარჩევნო ბანერის დაზიანების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით დააკავეს.

კომენტარები