კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას კალაძის ბანერის "დაზიანების" გამო სასამართლომ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ხოშტარია გირაოს გადახდაზე უარს ამბობს.
"გირაოს გადახდა და ამით გამოსვლა არ არის თავისუფლებაზე გამოსვლა, ეს არის ციხის კარის გაღებისთვის ხარკი, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ გადავიხდი. იმიტომ კი არა, რომ თავმოყვარეობას შემილახავს, იმიტომ, რომ ვერანაირი ბრძოლისთვის ვერ მოგიწოდებთ და ვერც ვიქნები ტყუილში და ფარსში მონაწილეობის გზით" - წერს პოლიტიკოსი იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში.
ხოშტარიას პროკურატურა სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე 570 ლარის ოდენობის ზიანს ედავება.





