კალაძის ორი საარჩევნო ბანერის "დაზიანების გამო", რომელთა ზიანი საერთო ჯამში, 380 ლარია, მეგი დიასამიძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
ბრალდება წარდგენილია 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ითვალისწინებს, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
10 სექტემბერს, ივანიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ 8-9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 3 პირი სისხლის სამართლის კოდექსით დააკავეს - 2 ჯგუფური ძალადობის, ხოლო 1 სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით.
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებული მეგი დიასამიძეა.





