კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, დღეს, მელიქიშვილის გამზირზე კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე "რუსული ოცნება" დააწერა.
"სოლიდარობა მეგის" - დაწერა მოგვიანებით ხოშტარიამ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 8 სექტემბერს, იგივე წარწერა გააკეთა მეგი დიასამიძემ, რომელიც კახა კალაძის ბანერის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
12 სექტემბერს, მოსამართლე დავით კურტანიძემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.





