ავტოსაგზაო შემთხვევა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულია 47 წლის კაცი. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა, მოტოციკლის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ერთ-ერთ რესტორანის ეზოში შევარდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები