ეს ფაშისტები ოფისში, ერთ თავის წერტილში სტატიკურად მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ და პროვოცირებდნენ [...] დედის გინებაზე როგორ რეაგირებენ ქართველები, შეგიძლიათ, ისტორიულად და ტრადიციულად იხილოთ [...] თქვენ იმ მოძალადე ჯგუფებში გამოყოფთ ქალებს, რომლებიც ჩვენს მხარდამჭერებს ყველაზე ომახიანად აგინებდნენ და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ და ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი გაიტანოთ, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა - რეალურად, ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ იმ ქალებს, ვინც ოჯახებში თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობებში მართლა ძალადობის ქვეშ არიან.
ან საქმეში გაერკვიეთ, ან ისწავლეთ, ან იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როცა იქით მოძალადე, შეურაცხმყოფელ, ამ ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული ადამიანები, მათ შორის, ქალებიც და კაცებიც, მნიშვნელობა არ აქვს, მსხვერპლებად არ გამოიყვანოთ. ისინი მსხვერპლები არ იყვნენ, ისინი იყვნენ მოძალადეები [...] სამწუხაროდ, ფაშისტები ქალებიც იყვნენ და კაცებიც.





