სუს

მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიანიჭეს

ივანიშვილის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ  "სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიანიჭა. 

ბრძანება, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს, 2025 წლის 3 სექტემბრით თარიღდება.

"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, პოლიციის ლეიტენანტს, მამუკა მდინარაძეს მიენიჭოს შესაბამისი საშუალო სპეციალური წოდება "სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტი" . - წერია ბრძანებაში.

ივანიშვილის დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე 3 სექტემბერს აირჩიეს

კომენტარები