რეჟიმმა ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძეს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, რუსლან სივაკოვსა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა - განაჩენი ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა.
საბოლოო სასჯელს გამოაკლდება ბრალდებულების განაჩენამდე ციხეში ყოფნის პერიდი.
გალუსტაშვილმა ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა - ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.
პროკურატურა 11-ვე დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებოდა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
ბრალდებულებმა დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც გალუსტაშვილი სათათბიროდ გავიდა და განაჩენი გამოაცხადა.
- თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, სწორ მხარეს ვართ – ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ყველა სხდომა მოვიგეთ - ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ბრალის 80% არის სისულელე, 20% ტყუილი - ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- არაფერი დამიშავებია, დადებითი განაჩენის იმედი არ მაქვს - ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა
- სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ - ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა
- ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას - რუსლან სივაკოვის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
-
პროტესტში ჩართული ადამიანების დამსახურებაა, რომ სისტემამ დღემდე ვერ გაგვტეხა - ქერაშვილი





