თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით რუსლან სივაკოვმაც ისარგებლა. ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ უკვე გავიდა, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს.
"მთელი გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში იყო და იქნება ჩვენ გვერდზე. ამ არც ისე იოლ პერიოდში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლოსალური მხარდაჭერისთვის.
მადლობას ვუხდი ადვოკატებს. ისინი მართლაც სამართლიანად და პროფესიონალურად იბრძოდნენ ჩვენ დასაცავად. გულწრფელად მოხარული ვარ, რომ თქვენ გაგიცანით და ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილი, რომ ასეთ ვითარებაში.
მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ აუცილებლად შევცვლით ვითარებას. მე ვთვლი, რომ ეს ბრალდება არის სრული აბსურდი. და დარწმუნებული ვარ 100%-ით, ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება, რომ პროკურორებს მშვენივრად ესმით, მაგრამ არ უნდათ, ამ ფაქტებს დაეთანხმონ. ამ მომენტისათვის მთავარი მხოლოდ ერთი რამაა, რომ მოსამართლემ ყველაფერი უარყოფითი და დადებითი აწონ-დაწონოს და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი, თუმცა, მე ამის იმედი არ მაქვს" - თქვა სივაკოვმა.
- თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, სწორ მხარეს ვართ – ონისე ცხადაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ყველა სხდომა მოვიგეთ - ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ბრალის 80% არის სისულელე, 20% ტყუილი - ვალერი თეთრაშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- ბრძოლა ბოლომდე და გამარჯვებამდე - გიორგი ტერიშვილის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
- არაფერი დამიშავებია, დადებითი განაჩენის იმედი არ მაქვს - ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა
- სამუდამო პატიმრობაც რომ მოგვისაჯოთ, იქაც თავისუფლები ვართ - ჯანო არჩაიას საბოლოო სიტყვა





