რეჟიმის პატიმრები

პროტესტში ჩართული ადამიანების დამსახურებაა, რომ სისტემამ დღემდე ვერ გაგვტეხა - ქერაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ირაკლი ქერაშვილმაც ისარგებლა. ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ უკვე გავიდა, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს. 

"მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც პროტესტშია ჩართული. ისინი გვაძლიერებენ და მათი დამსახურებაა, რომ სისტემამ დღემდე ვერ გაგვტეხა.

მადლობა ჩემს ოჯახს, ადვოკატებს. მინდა, მოსამართლეს მივმართო - თქვენს პროფესიას და სასამართლოს დიდ პატივს ვცემდი, მაგრამ მე ამ ქვეყანაში სამართალს ვერ ვხედავ.

მე-9 თვეა, უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით. გამამართლებელი განაჩენის იმედი არ მაქვს, რადგან განცდა მაქვს, რომ სასამართლო მიკერძოებულია.

იმის მიუხედავად, რომ პროკურატურა ბოროტებას სჩადის, ალბათ, მომავალში ისევ გადავიკვეთებით, როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, მე პირნათლად შევასრულებ ჩემს მოვალეობას" - თქვა ქერაშვილმა.

კომენტარები