რეჟიმის პატიმრები

არაფერი დამიშავებია, დადებითი განაჩენის იმედი არ მაქვს - ლუკა ჯაბუას საბოლოო სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს, საბოლოო სიტყვით ლუკა ჯაბუამაც ისარგებლა. ნინო გალუსტაშვილი სათათბიროდ უკვე გავიდა, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს. 

"დიდი მადლობა ადვოკატებს, საზოგადოებას, რომლის გარეშე აქამდე ასე ვერ მოვიდოდით.

მადლობა პროკურატურას, რომ ეს უნიკალური ადამიანები გამაცნო და მასწავლა, როგორია თავისუფლებისთვის ბრძოლა.

28 ნოემბერს პრემიერად გაფორმებულმა კაცმა განცხადება გააკეთა, რომელიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. არ შემეძლო, ეს არ გამეპროტესტებინა, ამავე კონსტიტუციის ფარგლებში.

ჩემს უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ, არაფერი დამიშავებია. რაც შეეხება განაჩენს - რაიმე დადებითის დიდი იმედი არ მაქვს, რადგან ინსტიტუციების მიმართ ნდობა დაკარგული მაქვს" - თქვა ლუკა ჯაბუამ.

კომენტარები