სუს

პაპუაშვილი: მტრების საზიანოდ, მდინარაძე იქნება სუს-ის გამორჩეული ხელმძღვანელი

მოყვარეებმაც და რაც მთავარია, მტრებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა როლი ჰქონდა მამუკა მდინარაძეს საქართველოს პარლამენტში და ზუსტად ჩვენი ქვეყნის მოყვარეების სასიკეთოდ და მტრების საზიანოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარაძე იქნება გამორჩეული ხელმძღვანელი სუს-ის და კიდევ უფრო გააძლიერებს იმ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც საქართველოს წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული და რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, კეთილდღეობის ის სისტემები, რომლებიც გვაქვს იმ რეგიონულ გაურკვევლობებში და ტურბულენტობებში, რომელთაც საქართველო გადის.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც ივანიშვილის დეპუტატებმა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად აირჩიეს.

კომენტარები