ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ბოჭორიშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არანაირად არ შეუჩერებია

კონკრეტულ მოწვევას რაც შეეხება - ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი მიზნისთვის გამოიყენება, რომ როგორღაც, ამით დღის წესრიგი შექმნან, როცა ისინი ამ ღონისძიებებზე საქართველოს წარმომადგენლებს არ იწვევენ და შემდეგ მანიპულაციურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ თითქოს, ამ ღონისძიებებში საქართველო არ მონაწილეობს. კიდევ ერთხელ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არანაირად არ შეუჩერებია. 

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. დანიამ საქართველო ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე და ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტებისა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიაზე არ მიიწვია.

კომენტარები