ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კალასი: განვიხილეთ თუ რისი გაკეთება შეგვიძლია, მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება

ქართული ოცნების თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება. დღეს მინისტრებმა ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური

თქვა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები