საქართველოს პროკურატურა

გვარაკიძე: არასრულწლოვნების მიმართ სასჯელებს ვერ გავამკაცრებთ

ვთვლი, რომ ის პოლიტიკა, რაც დღეს არასრულწლოვნებთან მიმართებაში არსებობს, ალბათ, უნდა შენარჩუნდეს. არასრულწლოვნების მიმართ სასჯელებს ვერ გავამკაცრებთ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულსა და მათთვისვე მისჯილ სასჯელებს შორის ბალანსი დავიცვათ. ვფიქრობ, მათ რესოციალიზაციის უფრო მეტი შანსი უნდა მივცეთ და საზოგადოებრივ საკითხებში უფრო მეტად ჩავრთოთ.

თქვა ახლადარჩეულმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ.

კომენტარები