საქართველოს პროკურატურა

ქეშალოში, ჯგუფური განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 2 პირს 17-17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული 2 პირი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ 17-17 თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 15 ნოემბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ბრალდებულებმა დაზარალებულს დანებით სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა". - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის ი ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

კომენტარები