ევროპული მაჩვენებლით, თურქეთის შემდეგ, საქართველო 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მეორე ადგილზეა. ვფიქრობ, შეგვიძლია, ჩვენ მიერ პატიმრობის გამოყენების პოლიტიკას გადავხედოთ და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების ხვედრითი წილის გაზრდაზე ვიფიქროთ.
ხელშემწყობი იქნება, თუ ბრალდების მხარეს მეტი შესაძლებლობა ექნება, არჩევანი გააკეთოს აღკვეთის ღონისძიებებს შორის. სამომავლოდ, სამსჯელოა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენების შესაძლებლობის გაფართოებაზე.





